რეზონანსი
(10.04.2024)

ჩინეთსა და საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას ხელი ოფიციალურად მოეწერა. დოკუმენტს ხელი საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და ჩინეთის ელჩმა საქართველოში - ჭოუ ციენიმ მოაწერეს. 

დარჩიაშვილი ამბობს, რომ რუსეთის მოკავშირე ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ორი ქვეყნის კავშირს კიდევ უფრო გააღრმავებს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ და პარტნიორულ ურთიერთობებს მათ შორის.

ხელშეკრულება ძალაში შევა ორი სახელმწიფოს მიერ შიდა სამართლებრივი პროცედურების დასრულების შემდგომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე