რეზონანსი
(10.04.2024)

რე­ჟი­სო­რი გოგა ხა­ინ­დრა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ღია წე­რი­ლით მი­მარ­თავს.

„მა­დამ (ქალ­ბა­ტო­ნო) სა­ლო­მე! ჩვენ, პრო­ტო­ქარ­თვე­ლებს გვსურს, რომ თქვენ, ევ­რო­ქარ­თველ­მა გვი­პა­სუ­ხოთ ერთ მარ­ტივ კი­თხვა­ზე - ვის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბით? მერ­წმუ­ნეთ, ეს კი­თხვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის აბ­სო­ლუ­ტურ უმ­რავ­ლე­სო­ბას აწუ­ხებს, რო­მელ­თა წყა­ლო­ბი­თაც დღეს კი­დევ იწო­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ თქვენ აპი­რებთ გა­მო­ი­ყე­ნოთ პრე­ზი­დენ­ტის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უფ­ლე­ბა და „უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის" კა­ნონს ვეტო და­ა­დოთ! და თან, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ნა­ცხა­დეთ მას შემ­დეგ, რაც ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩე­ბი შეკ­რი­ბეთ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში და ნაც­ვლად იმი­სა, რომ ქვეყ­ნის პო­ზი­ცია და­გეც­ვათ, აქეთ არ­წმუ­ნებ­დით მათ ამ კა­ნო­ნის მავ­ნებ­ლურ ბუ­ნე­ბა­ში" მარ­თა­ლი გი­თხრათ, თქვე­ნი ეს ქმე­დე­ბა, არ იქ­ნე­ბა გა­საკ­ვი­რი, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ თქვენ მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მრა­ვალ­ჯე­რად დარ­ღვე­ვას, რომ­ლის ერ­თგუ­ლე­ბის ფიცი სა­ჯა­როდ გაქვთ და­დე­ბუ­ლი და რომ­ლის გა­რან­ტიც უნდა ყო­ფი­ლი­ყა­ვით. ის, რომ თქვენ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვას და ქვე­ყა­ნა­ში მშვი­დო­ბას და ეროვ­ნულ ინ­ტე­რე­სებს არ ემ­სა­ხუ­რე­ბით, ჯერ კი­დევ მა­შინ გახ­და ჩვენ­თვის ცხა­დი, რო­დე­საც სამი კრი­მი­ნა­ლი - ჟო­რი­კა რუ­რუა, გიგი უგუ­ლა­ვა და ნი­კო­ლოზ გვა­რა­მია შე­ი­წყა­ლეთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის მიერ თქვენ­თვის მო­ნი­ჭე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით ისე, რომ არც კი გან­გიც­დი­ათ რა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­დით ამით ასი­ა­თა­სო­ბით თქვე­ნი­ვე ამომ­რჩე­ველს, რო­მელ­თა ოჯა­ხებ­ში ეს სა­ხე­ლე­ბი ტან­ჯვას­თან, უბე­დუ­რე­ბას­თან, ძარ­ცვას­თან და გლო­ვას­თან არის გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი! არც მა­შინ შე­გქმნი­ათ ოდ­ნა­ვი უხერ­ხუ­ლო­ბაც კი, რო­დე­საც შე­წყა­ლე­ბის ეს ფურ­ცე­ლი სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ მა­კუ­ლა­ტუ­რად გა­მო­ა­ცხა­და და გვა­რა­მი­ას პა­ტიმ­რო­ბა სრუ­ლი­ად კა­ნო­ნი­ე­რად შე­ა­ფა­სა. და­გა­ვა­ლეს და შე­ას­რუ­ლეთ!

ახ­ლაც გა­ვა­ლე­ბენ და შე­ას­რუ­ლებთ! ოღონდ იცო­დეთ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად მო­გი­წევთ პა­სუ­ხის გა­ცე­მა, რა­ტომ არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის აკ­რძა­ლუ­ლი იმის ცოდ­ნა, რაც ფრან­გუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­სარ­გებ­ლო და აუ­ცი­ლე­ბე­ლია! რა­ტომ უნდა იყოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მოკ­ლე­ბუ­ლი უფ­ლე­ბას, იცო­დეს, ვინ, რა მიზ­ნე­ბით და რა რა­ო­დე­ნო­ბით ხარ­ჯავს ფულს სა­ქარ­თვე­ლო­ში და რამ­დე­ნად ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს თან­ხე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სა და ხალ­ხის ინ­ტე­რე­სებს! თუ ეს მხო­ლოდ რჩე­ულ­თა ხვედ­რია, ვინც თქვენ და­რად ევ­რო­პა­ში, "და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით" გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი და­ი­ბა­და?! იქ­ნებ, იო­ტი­სო­დე­ნა თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ და არ­გუ­მენ­ტე­ბით გან­მარ­ტოთ, რა­ტომ უწო­დებთ კა­ნონს რუ­სულს?

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნი ვრცელ­დე­ბა ფი­ზი­კურ პი­რებ­ზე, ხოლო ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლო­საა ევ­რო­პულ­თან და ის ფი­ზი­კურ პი­რებს არ ეხე­ბა...

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნი სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლო­საა ევ­რო­პულ­თან და მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ჯა­რი­მით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა...

მა­შინ, რო­დე­საც რუ­სეთ­ში მოქ­მე­დი კა­ნო­ნით აგენ­ტე­ბად შე­რა­ცხუ­ლი პი­რე­ბი და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ საქ­მი­ა­ნო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, ხოლო ქარ­თუ­ლი კა­ნო­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ახ­ლო­საა ევ­რო­პულ­თან და ის ფი­ნან­სე­ბის გამჭვირ­ვა­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, საქ­მი­ა­ნო­ბას კი არა­ვის უზღუ­დავს...

ეს ყვე­ლა­ფე­რი თქვენ ძა­ლი­ან კარ­გად იცით, თუმ­ცა არ მაქვს ილუ­ზია, რომ ამ­ჯე­რად მა­ინც მო­ა­ხერ­ხებთ არ­გუ­მენ­ტი­რე­ბულ მსჯე­ლო­ბა­ში შე­მოს­ვლას, რა­მე­თუ "გა­რე­დან და­ლა­გე­ბუ­ლი" მე­სი­ჯ­ბოქ­სი უკვე გა­აჟ­ღე­რეს თქვენ­მა ად­გი­ლობ­რივ­მა მო­კავ­ში­რე­ებ­მა და ხაზ­გას­მით თქვეს, რომ არ აპი­რე­ბენ ში­ნა­არ­სის გან­ხილ­ვას.

ახლა რაც შე­ე­ხე­ბა თქვენ სი­ტყვებს, რომ ვი­ღა­ცებ­მა გა­ბე­დეს და რუ­სუ­ლი კა­ნო­ნი 9 აპ­რილს კი­დევ ერთხელ შე­მო­ი­ტა­ნეს, ეს არი მათი და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ნი­შა­ნი...

თქვე­ნი მხრი­დან ამ თა­რი­ღის ხსე­ნე­ბა ისე­თი­ვე მკრე­ხე­ლო­ბაა, რო­გორც ევ­რო­კავ­შირ­სა და საფ­რან­გეთ­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პუ­ლი კა­ნო­ნის, სა­ქარ­თვე­ლო­ში "რუ­სულ კა­ნო­ნად" შე­რა­ცხვა, მხო­ლოდ იმ მი­ზე­ზით, რომ თქვე­ნი პატ­რო­ნე­ბის და­ვა­ლე­ბა შე­ას­რუ­ლოთ და ქარ­თველ ხალ­ხს ახა­ლი ბა­ტონყმო­ბის ყულფ­ში გა­ა­ყო­ფი­ნოთ თავი! ზუს­ტად ეს არის თქვე­ნი და თქვე­ნი მა­ქე­ბა­რი "გვა­რა­მია-სა­მა­დაშ­ვი­ლი-სა­ა­კაშ­ვი­ლის" და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი ნი­შა­ნი, ისე­ვე რო­გორც თქვე­ნი, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ხელ­მო­ცა­რუ­ლი პატ­რო­ნე­ბის! და მა­ინც, და­ჟი­ნე­ბით გთხოვთ - იქ­ნებ ჩვენ­თვის გა­სა­გე­ბი ქარ­თუ­ლი ენით, არ­გუ­მენ­ტე­ბით აგ­ვიხ­სნათ ჩვენ, ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რად­გან ფრან­გუ­ლი ბევ­რმა არ ვი­ცით...

მა­დამ სა­ლო­მე, რა არის ამ კა­ნონ­ში რუ­სუ­ლი?!" - ნათ­ქვა­მია გოგა ხა­ინ­დრა­ვას მი­მარ­თვა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე