რეზონანსი
(10.04.2024)

რამდენად ნამდვილია "ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ" მომზადებულ საკონსტიტუციო ინიციატივაზე დეპუტატთა ხელმოწერები? რეგლამენტიდან გამომდინარე, საკითხის შესწავლას საპროცედურო საკითხთა კომიტეტი აპირებს და შედეგებს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარადგენს.

გათვალისწინებულია საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში, მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირებისთვის, ქვეყნის მასშტაბით "ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტების შესახებ შეხვედრებს გამართავს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით კანონპროექტის მზიანია, საზოგადოების დიდი ნაწილი დაცული იყოს პროპაგანდისგან.

"ამ კანონპროექტის განხილვის მიზანი გახლავთ ის, რომ საქართველოში დაცული იყოს ყველა ადამიანის უფლება, მათ შორის, ამ თემის წარმომადგენელთა უფლება. ამავდროულად გვინდა, რომ ჩვენი ოჯახები, მოზარდთა თაობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი დაცული იყოს ასეთი ტიპის ჩარევისა და პროპაგანდისგან", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე