
ანსამბლ "სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ილიკო სუხიშვილმა გამჭვირვალობის კანონის თაობაზე კომენტარი გააკეთა.
"ჩვენ ფაქტობრივად გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან. საერთოდ არ მესმის, ნუთუ არ არის ისეთი კანონი, რომელიც პირიქით, დაგვაახლოვებს ამ პერსპექტივასთან. ჩემი აზრით, დასავლეთის თვალით ახლა ჩვენ გვიყურებენ, როგორც ქვეყანას, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს ხაზი გადაუსვას ამ პერსპექტივას.
არ მგონია ეს ლამაზად ჩანდეს. ყოველ ჯერზე, როცა ასეთი საფრთხის წინაშე ვდგებით, ჩვენ, ფაქტობრივად, გვიმეორდება 9 აპრილი და ვერ გამოვდივართ აქედან - საბჭოთა რეჟიმის მოყოლებით დღევანდელი რეჟიმი, რომელიც აი, ამ თავისი ფორმატით არანაკლებ საშინელია, გვაშორებს ამ თავისუფალ პერსპექტივას", - განაცხადა ილიკო სუხიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.
წყარო: ტვ პირველი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



