
ამ პროცესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოხვდეს ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ გერმანიაში, ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრმა ადამიანმა მოისურვა დასწრება ევროპის ჩემპიონატზე და გამოსავალი, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, ნამდვილად მისასალმებელია. ამ პროცესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოხვდეს ჩვენი გუნდის საგულშემატკივროდ ალბათ ფეხბურთელებისთვისაც და ქვეყნისთვისაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულებას შეუდგა. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე საქართველოდან გერმანიაში, კერძოდ კი, დიუსელდორფის, დორტმუნდისა და ჰამბურგის მიმართულებით ფრენის სიხშირის გაზრდასა და რეისების დამატებაზე ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები დაწყებულია. პრიორიტეტი ხელმისაწვდომი ფასებია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



