რეზონანსი
(09.04.2024)

სიცოცხლით ვაგებ პასუხს იმასთან დაკავშირებით, რომ არანაირი გარიგება „ალტ-ინფოსთან" არ გვაქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.
„რაც შეეხება „ალტ-ინფოს", მსგავსი შეთქმულების თეორია ბუნებაში არ არსებობს. ის გადაწყვეტილება, რაც შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს, დამყარებულია სამართლებრივ არგუმენტებზე" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ პოლიტიკური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ ინფოს" რეგისტრაცია გააუქმა
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



