რეზონანსი
(09.04.2024)

30 წელი ქირით ცხოვრების შემდეგ, ნაჩუქარმა ბინამ თქვენი ცხოვრება შეცვალა? - ეს შეკითხვა 9 აპრილის გმირს ლელა ვეფხვაძეს გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ დაუსვეს, რაზედაც მან ასეთი უპასუხა:
„ბინა მაჩუქა ბიძინა ივანიშვილმა. ვცხოვრობდი ქირით, ხელშეკრულებაც გაფორმებული მქონდა, რომ 2 წელი კიდევ უნდა მეცხოვრა. როდესაც კოვიდის პირველი პერიოდი დასრულდა, დიასახლისმა დამირეკა და მითხრა, ბინა უნდა გავყიდო და დაცალეო.
ეს ჩემთვის იყო შოკი. ყველგან ვერ მივალ, მე ჩემით უნდა შევძლო სიარული, მეტროსა და სახლს შორის. მე სოციალური ქსელის დიდი მომხმარებელი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ პოსტი დავწერე და... ეს იყო შოკი“, - ამბობს ლელა ვეფხვაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



