რეზონანსი
(08.04.2024)

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც გერმანიას ღაზაში გენოციდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ნიკარაგუამ გერმანია დაადანაშაულა გენოციდის შესახებ კონვენციის ხელმომწერი მხარის ვალდებულებების დარღვევაში ისრაელის მხარდაჭერით ღაზაში ომის ფონზე.

ნიკარაგუის ელჩმა ნიდერლანდებში, კარლოს ხოსე არგუელო გომესმა გაეროს უმაღლეს სასამართლოს განუცხადა, რომ მისი მთავრობა ამ საქმეს უძღვება პალესტინელი ხალხის სახელით, რომელიც „ექვემდებარება ერთ-ერთ ყველაზე დესტრუქციულ სამხედრო ქმედებას თანამედროვე ისტორიაში".

გერმანიამ კატეგორიულად უარყო ნიკარაგუას ბრალდებები, რომ ბერლინმა დაარღვია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი. გერმანიის დელეგაცია თავის არგუმენტებს სასამართლოს სამშაბათს წარუდგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე