
ჩვენ ვამბობთ, რომ შექმნილი ვითარება ყველას - ოპოზიციას, რადიკალურ ოპოზიციას, უმრავლესობას, ავალდებულებს თავისი ხალხის მიმართ იყოს ანგარიშვალდებული, - ამის შესახებ გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში" გამჭვირვალობის კანონზე საუბრისას განაცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, მმართველი გუნდი ვალდებულია დაიცვას საზოგადოების ღირსება სხვადასხვა შეტევისგან და აქცენტი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლების ქმედებებზე გააკეთა.
„საქართველო არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი ქვეყანა, რომელიც შეიძლება ასე დაამცირო და ამ დამცირებულ მდგომარეობაში ამყოფო, უთხრა - შენი საქმე არ არის, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო. მაგრამ თანასწორუფლებიანობა, მით უმეტეს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ჩვენი პოზიციები, გვავალებს ჩვენ, რომ დავიცვათ ჩვენი და, რაც მთავარია საზოგადოების ღირსება იმ შემოტევისგან, რაც ჩვენ დღეს ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფისგან გვაქვს", - განაცხადა ვოლსკიმ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



