რეზონანსი
(08.04.2024)

,,კანონი რუსულია, რადგან მისი მიზანია ყველას მორალური და ფიზიკური განადგურება,  ვინც ხელისუფლების კორუფციაზე ან დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს;

- კანონი რუსულია, რადგან ის სტრატეგიულ პარტნიორებს აცხადებს ქვეყნის საფრთხედ, ხოლო მათ მხარდაჭერას ანტისახელმწიფოებრივად;

- კანონი რუსულია, რადგან ის არის რუსული ბარიერი, აღმართული ჩვენსა და ევროპას შორის;

როგორ შეიძლება კანონი იყოს ევროპული, რის მისაღებადაც:

- საჯარო სექტორში დასაქმებულებს აიძულებენ გაავრცელონ ანტიდასავლური პროპაგანდა;

- პროპაგანდისტულ მედიებს დავალებული აქვთ დანაშაული დააბრალონ და ცრუ ინფორმაცია გაუვრცელონ ღირსეულ ადამიანებს;

- მოქალაქეებს აქეზებენ სიძულვილისა და აგრესიისკენ;

კანონი რუსულია, რადგან გადაგდება და სიტყვის გატეხა რუსული ხელისუფლების სტილია და არა ქართული ღირებულება."- წერს ნინო ლომჯარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე