
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. მისი აზრით, არავითარი ზღვარი არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკურ ორგანიზაციებს შორის საქართველოში აღარ არსებობს.
„საქართველოს ევროპული არჩევანი ის თუ არის, რომ სადღაც ბუჩქებში ვიღაცამ თანხები გადათვალოს, ჯიბეში გადაიკეცოს, აქ მიტინგები, არეულობა დააფინანსოს, არყიოს ეს ქვეყანა და ჩვენ ამ ადამიანებს მივცეთ ამის საშუალება, ეს ასე არ იქნება“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



