რეზონანსი
(07.04.2024)

რუსეთის არმიის მცდელობა, რომ გაჭრილიყვნენ ქალაქთან, უშედეგოდ დასრულდა და ჩასოვ იარი უკრაინის კონტროლის ქვეშაა - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რითიც უარყო მანამდე რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ამავდროულად სირსკი აღიარებს, რომ ფრონტზე მდგომარეობა კვლავ უკიდურესად რთულია და რუსული არმია, სარგებლობს რა თავისი უპირატესობით ჰაერში და ასევე რაკეტებისა და საარტილერიო ჭურვების რაოდენობის მხრივ, შეუსვენებლად აგრძელებს შეტევას.
5 აპრილს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელმა სამთავრობო სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რუსული ნაწილები უკვე ჩასოვ იარის გარეუბნებში შევიდნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



