
ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან ჯოხაძემ ცოტა ხნის წინ მიიღო. საქმე ეხება სამტრეიაში მომხდარ მკვლელობას.
მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა არ გაითვალისწინა იმის თაობაზე, რომ დაკავებულ ქალს მენტალური პრობლემები აქვს და სწორედ ამიტომ მისცა გამოძიებას ცრუ ჩვენება. ინტერესების დამცველი პროცესზე ამბობდა, რომ ქალს საკუთარი ძმა მისი არასრუწლოვანი შვილით დაემუქრა და დანაშაულის საკუთარ თავზე აღებას აიძულებდა.
გამოსავალი რომ არ ჰქონდა, იმიტომ დაუსუსტეთ ბრალი და გადაუკვალიფიცირეთ სსკ-ის 370 მულხზე. იცით რატომ?იმიტომ, რომ 2 დღეა ადამიანი დაკავებული გყავდათ და რეალური მკვლელი 3 დღე სამტრედიაში დასეირნობდა. ეს გამომძიებლის სისტეა და თქვენი არაპროფესიონალიზმის. სასამართლოს უთხარი სიმართლე, შენ შენი ძმა დაგემუქრა? შეგეშინდა შენ შენი ძმის და იმიტომ თქვი, მე მოვკალიო?, - თქვა პროცესზე ადვოკატმა.
დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ქალმა მომხდარის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ქალმა გაიმეორა, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია და ძმა მას მუქარით დაშანაულის საკუთარ თავზე აღებას აიძულებდა.
გამოძიება ახლა დაკავებულს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებას ედავება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



