რეზონანსი
(07.04.2024)

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. როგორც  შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე