რეზონანსი
(07.04.2024)

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქება მოხდა. აფეთქება ერთ-ერთი სასროლეთის ტერიტორიაზე მოხდა.
შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მეხანძრე-მაშველები და ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და ადგილზე პირველი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.



სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



