
გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუქარესტში ევროპელი სოციალ-დემოკრატების შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა
„უკრაინაში ომი მაშინვე დასრულდება, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა, იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ომს ვერ მოიგებს. მაშასადამე, ჩვენ, როგორც ევროპელებით, ერთობლივად საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ, რათა ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ეს ასევე ვიწრო თვითინტერესების გვერდით გადადებასა და ძლიერი, და ნამდვილი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის შენებას გულისხმობს". - თქვა ოლაფ შოლცმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



