
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის შეფასებით,
რეაქცია, რომელიც იხილა საზოგადოებამ, ადასტურებს, რომ მიმდინარეობს შავი ფულისთვის ბრძოლა. ეს არის შეთანხმებული გეგმა რადიკალური ოპოზიციურ ჯგუფებსა და მდიდარ NGO-ებს შორის.
„ისინი მიზანმიმართულად და შეთანხმებულად მოქმედებენ, იბრძვიან შავი ფულისთვის და ეს რეაქცია ამის კიდევ ერთი დადასტურებაა და ამ ყველაფრის კიდევ ერთი გამოვლინებაა. სხვა ახსნა ამას ვერ ექნება. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ვინაიდან ჩვენ გვახსოვს არაერთი შემთხვევა, როდესაც ეს ხალხი ჯერ არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებს აყალბებდა, შემდეგ არჩევნების არაღიარებაზე იყვნენ ორიენტირებული. ეს არის ერთიანი გეგმა და საბოლოოდ, დღეს ეს არის ბრძოლა შავი ფულისთვის“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



