რეზონანსი
(05.04.2024)

მოძრაობის - “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში დაინიცირების საკითხს გამოეხმაურა.

„საქართველოში უცხოეთიდან შემოსული ფული წლების განმავლობაში რევოლუციური პროცესების ხელშესაწყობად იხარჯება. შესაბამისად, აბსოლუტურად ლეგიტიმურია მოთხოვნა, უცხოეთიდან შემოსული ფულის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. დღეს, განსხვავებით გასული წლის მარტის მოვლენებისგან, შეუძლებელია ცრუ პროპაგანდის საშუალებით მოახერხონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყველაზე ნათელი მაგალითი გვაქვს, რომ სულ რამდენიმე თვის წინ ევროკომისიამ ევროპარლამენტს მიმართა ანალოგიური კანონპროექტის დამტკიცების მოთხოვნით“, - განაცხადა შაქარიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი - „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე