რეზონანსი
(04.04.2024)

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების" შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.

გაეროს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა" გამოხატვის თავისუფლებისთვის.

"საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" იარლიყს აძლევს. ეს სერიოზული საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის", - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე