რეზონანსი
(04.04.2024)

აბსოლუტურად ვერ გაიგებ, რაში იხარჯება ფული, რომელსაც დონორები მათ აძლევენ და ნათელია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს იხარჯება დეზინფორმაციისთვის, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის" თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო სექტორის რეიტინგზე საუბრისას განაცხადა.

მისი განცხადებით, შესაბამისად გასაგებია, რატომაც მოხდა ამ რეიტინგის ასეთი მკვეთრი კლება.

„ქართული „ენჯეოსექტორი" არ გამოხატავს არც ქართველი ხალხის ხმას და ინტერესებს და არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ამიტომ მათ მიმართ ნდობა იკლებს ყოველდღიურად, ეს არის აბსოლუტურად გასაგები. რაც შეეხება რეიტინგებს, ზუსტად ერთი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა მინიმუმ გამჭვირვალობის ხარისხი ქართული "ენჯეოსექტორის". აბსოლუტურად ვერ გაიგებ, რაში იხარჯება ფული, რომელსაც დონორები აძლევენ და ნათელია, რომ ხშირ შემთხვევაში ეს იხარჯება დეზინფორმაციისთვის და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, მარტივად გასაგებია, რატომაც მოხდა ამ რეიტინგის ასეთი მკვეთრი კლება", - განაცხადა სოზარ სუბარმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე