რეზონანსი
(04.04.2024)

საქართველოს ეროვნული ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა. დღეს ფიფამ სანაკრებო გუნდების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელშიც ვილი სანიოლის გუნდმა ორი პოზიციით წინ წაიწია და ამ დროისათვის 75-ე ადგილს იკავებს.

ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი ნაკრების მეტოქეებიდან საუკეთესო შედეგი პორტუგალიას აქვს (მე-6 ადგილი), ჩეხეთი 36-ე ადგილზეა, თურქეთი კი მე-40 პოზიციაზეა.

ფიფას რეიტინგს ისევ არგენტინის ნაკრები ლიდერობს, პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1. არგენტინა - 1858 ქულა

2. საფრანგეთი - 1840

3. ბელგია - 1795

4. ინგლისი - 1794

5. ბრაზილია - 1788

6. პორტუგალია - 1748

7. ნიდერლანდები - 1742

8. ესპანეთი - 1727

9. იტალია - 1724

10. ხორვატია - 1721

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე