რეზონანსი
(04.04.2024)

პოლონელი ფერმერები პროტესტის ნიშნად უკრაინასთან საზღვარზე გამშვები პუნქტების ბლოკირებას აგრძელებენ - რიგში 1400-ზე მეტი სატვირთო ავტომობილი დგას. ამის შესახებ უკრაინის სასაზღვრო სამსახურის სპიკერმა, ანდრეი დემჩენკომ განაცხადა.
„გრძელდება სამი მიმართულების ბლოკირება, სადაც პოლონეთისკენ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს საერთოდ არ უშვებენ, უკრაინისკენ კი საათში მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი შემოდის", - განაცხადა დემჩენკომ.
მისივე თქმით, ერთ-ერთი ასეთი გამშვები პუნქტი „იაგოდინი" უკრაინა-პოლონეთის საზღვრის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული მიმართულებაა და მას დღე-ღამეში 1200-1400 სატვირთო ავტომობილის გატარება შეუძლია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



