
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს პარლამენტში განაცხადა. ბახმაროში მნიშვნელოვანია არსებობდეს მეტი ხარისხიანი ინვესტიცია და შეიქმნას ისეთი ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მიმზიდველს გახდის ამ კურორტს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბახმაროში ხარისხიანი ინვესტიცია და ტურისტული ინფრასტრუქტურა გურიის რეგიონისთვის იქნება კონტრიბუტორი.
„ბოლო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, რაც გულისხმობდა ახალი გენგეგმის დამტკიცებას, რომელიც საჯარო განხილვების და საზოგადოების ფართო ჩართულობით იყო მიღებული, სწორი დაგეგმარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა ბახმაროს მიმზიდველობა, ასევე გაიზარდა მიწის ღირებულება, რომელიც 2019 წლისთვის 165 ლარს შეადგენდა და დღეს უკვე 500 ლარს გადასცდა. ასევე რეგიონმა მნიშვნელოვანი შემოსავალი მიიღო აუქციონებითაც, ეს იყო, თითქმის, 200 მილიონ ლარამდე ბახმაროში საინვესტიციო მიწის გაცემის შედეგად",- განაცხადა დავითაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



