რეზონანსი
(03.04.2024)

ხატია დეკანოიძე და თამარ კორძაია კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში?! "რუსთავი2-ის" ინფორმაციით, პარტიიდან ხმაურით წასული პოლიტიკოსის უკან მიღების რჩევა "ნაცმოძრაობას" უცხოელმა პიარკონსულტანტებმა მისცეს.
"კურიერის" ცნობით, სააკაშვილის გუნდში დაბრუნებას გეგმავს ყოფილი რესპუბლიკელი თამარ კორძაიაც. ამ ინფორმაციას არცერთი მათგანი არ უარყოფს, თუმცა თემაზე უფრო მეტ საუბარს ნაადრევად მიიჩნევენ.
"ისინი ყოველთვის "ნაცების" ორგანული ნაწილები იყვნენ და ლოგიკურია მათი პარტიაში დაბრუნდება“ - ასეთია ოპოზიციის ნაწილის შეფასება. გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ ყოფილა მმართველი გუნდისთვისაც.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



