რეზონანსი
(03.04.2024)

რას დაჰპირდა ნიკა გვარამია „თბილისი პრაიდს“ და რა ვალდებულება არ შეასრულა? „ქრონიკის“ სიუჟეტში ნათქვამია, რომ მათ შორის შეხვედრა შედგა და გარიგების საგანი ლგბტ მხარდაჭერის თემა იყო.

წყაროს ინფორმაციით, ორი დღის შემდეგ, გვარამია კვლავ დაუკავშირდა „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებს და უთხრა, რომ უჭირს „თავისიანების“ დარწმუნება, რადგან ისინი პრაიდის წარმომადგენლებს გადამგდებებს ეძახიან და არ ენდობიან.

ნიკა გვარამიას პარტია „ახალში“ აღნიშნულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ, ხოლო პრაიდის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ხელისუფლების პროპაგანდისტული მედიები არაერთ ზღაპარს თხზავენ“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე