რეზონანსი
(02.04.2024)

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ცნობილია, რომ ისინი დედა-შვილი არიან. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, შემდეგ კი ხეს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე