რეზონანსი
(02.04.2024)

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღიარა, რომ ისრაელის უნებლიე საჰაერო თავდასხმის შედეგად, ღაზაში უდანაშაულო ხალხი დაიღუპა.

ღაზის სექტორში საჰაერო იერიშის შედეგად, ჰუმანიტარული ორგანიზაციის 7 თანამშრომელი დაიღუპა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ჩვენმა ძალებმა უნებლიეთ დაარტყეს უდანაშაულო ხალხს ღაზის სექტორში. ასეთი რამ ხდება ომში. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარ განმეორდეს", - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე