რეზონანსი
(02.04.2024)

თითოეული ჩვენი მაჟორიტარი არის ღირსეული პიროვნება, რომელიც ღირსეულად ემსახურება ამ ქვეყანას და თავის სამაჟორიტარო ოლქს და აქვს მუდმივი და პროაქტიული კომუნიკაცია მოსახლეობასთან, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„კრიტიკას ვერ მივიღებ ხაზარაძის პარტიის წევრისგან. მეoრეც, ქალბატონო ანა [ანა ნაცვლიშვილს] თქვენ ნუ იდარდებთ ჩვენი პარტიის საარჩევნო სიაზე, ეს თქვენი სადარდებელი ნამდვილად არ არის, ალბათ უფრო ჯობია იდარდოთ თქვენი პარტიის სიაზე, რომელსაც როგორც ჩანს, წევრი ფორმალურად უფრო მეტი ჰყავს, ვიდრე ამომრჩეველი“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

პარლამენტში საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას, გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ პარტია „გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვა იწყება. საკითხი დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტზე განიხილება. კანონპროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას, გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს. „გირჩის" ინიციატივას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობაც. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ქალებს ხელოვნურად შემუშავებული ინსტრუმენტებით დახმარება არ სჭირდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე