რეზონანსი
(01.04.2024)

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი.

„ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერის ინიციატივა, რომელზეც სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და მათ შორის პარლამენტიც არის ჩართული, რომ კიდევ უფრო მოქნილი და მკაცრი გახდეს სანქციები კონკრეტული სამართალდარღვევების მიმართ.

ძალიან დროულია ხე-ტყის უკანონო და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჭრაზე სანქციების გამკაცრება. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დაინიცირდება შესაბამისი კანონპროექტი", - აღნიშნა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე