რეზონანსი
(01.04.2024)

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ყოლის ვალდებულება პირველ ივნისს ამოქმედდება, ისინი დაეხმარებიან ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე განიხილავენ მოქალაქეების საჩივრებს, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ასოციაციის დამფუძნებელმა, ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა.

„პირველ მარტს ამოქმედდა ახალი კანონი, მაგრამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრების ყოლის ვალდებულება პირველ ივნისს ამოქმედდება. მანამდე არის გარკვეული ვალდებულებები რიგი კერძო ორგანიზაციისთვის და ყველა საჯარო დაწესებულებისთვის, რომელიც უნდა განხორციელდეს. ასე რომ, ერთგვარი გარდამავალი პერიოდი შეიძლება ვუწოდოთ ამ პერიოდს.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ოფიცრები იყვნენ ამ ორგანიზაციებში, რათა უზრუნველყოფილი იყოს პერსონალურ მონაცემთა დაცვა და კომუნიკაცია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან. ოფიცრებს ერთგვარი სარეკომენდაციო ფუნქციაც ექნებათ, ისინი დაეხმარებიან ორგანიზაციას პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით და ასევე განიხილავენ მოქალაქეების საჩივრებს", - აღნიშნა აზნაურაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე