რეზონანსი
(01.04.2024)

თბილისის მერი, კახი კალაძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვება სატელეფონო ზარით მიულოცა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს შორის შედგა.  

საუბარია 26 მარტს გამართულ "ევრო 2024-ის"  შესარჩევი ეტაპის ფინალურ შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთს მოუგო.

"ბიძინა ივანიშვილსა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა და გამარჯვება მიულოცა. ეს იყო მთელი ქვეყნის გამარჯვება. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი დაიდო. ყველაზე კარგია, რომ ძალიან ცხელი ზაფხული გველოდება. უნდა ვუგულშემატკივროთ ეროვნულ ნაკრებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზეც ღირსეულად წარდგება. ეს ეფექტი ძალიან მნიშვნელოვანია და მხოლოდ ერთჯერადი აქტი არაა. ევროპის ჩემპიონატზე გასვლა, რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა, მაგრამ ამას დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოჰყვება. წარმოიდგინეთ რამდენი ბავშვია, რომელსაც გაუჩნდა მეტი მოტივაცია, სურვილი, რომ ფეხბურთელი, სპორტსმენი გამოვიდეს. ეს ყველაფერი თანხვედრაშია", - თქვა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე