რეზონანსი
(31.03.2024)

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში, ერთ-ერთ ბინას ცეცხლი გაუჩნდა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, სხეულის დამწვრობით, ერთი ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

საცხოვრებელ სახლში დაიწვა საყოფაცხოვრებო ინვენტარი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ცეცხლი ლიკვიდირებულია.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე