
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან 33 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საერთო-სახალხო კენჭისყრა გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზეც, უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.
საქართველოს მოსახლეობამ დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი ერთსულოვნად დაუჭირა. ამ შედეგების საფუძველზე კი იმავე წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
31 მარტი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, დაბადების დღეცაა. მას დღეს 85 წელი შეუსრულდებოდა.
ცნობისთვის, რეფერენდუმის თარიღთან დაკავშირებით დღეს "საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების" ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



