
გასული წლის სექტემბერში საქართველომ ჩინელი ტურისტებისთვის ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. 2023 წელს საქართველოს დაახლოებით 48 000 ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც უკვე აღემატება პანდემიამდელ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა, - ამის შესახებ „დღის ქრონიკასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენიმ განაცხადა.
„ხალხთა სიახლოვე და მეგობრობა სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების საფუძველია, ხოლო ეს სიახლოვე ხალხთაშორის კავშირებზე არის დამოკიდებული. გასული წლის სექტემბერში საქართველომ ჩინელი ტურისტებისთვის ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი, რამაც ძალიან კარგი შედეგი მოიტანა. 2023 წელს საქართველოს დაახლოებით 48 000 ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც უკვე აღემატება პანდემიამდელ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს, რომელიც 2019 წელს დაფიქსირდა. ეს გადაწყვეტილება პოზიტიური იმპულსია საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის. ეს არის ხელშესახები სოციალურ-ეკონომიკური სარგებელი, რომელიც ორ ქვეყანას შორის ხალხთაშორის კონტაქტებს მოსდევს; ეს ადასტურებს, რომ კულტურული გაცვლის შემდგომი გაძლიერება ორივე ქვეყნის მოსახლეობის ფუნდამენტურ ინტერესშია", - აღნიშნა ჩინეთის ელჩმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



