რეზონანსი
(30.03.2024)

ქუთაისელი აქტივისტების პასუხი ირაკლი კობახიძეს - პრემიერის განცხადებას, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანა საჭირო არ არის, მოქალაქეების კრიტიკული დამოკიდებულება მოჰყვა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის ტიტულის წართმევით, ხალხს ეკონომიკურ პერსპექტივებსაც ართმევენ.
პარლამენტი, რომელიც თავიდანვე გაწირეს გადასატანად და ეს იყო ბორბლებზე შემდგარი, ვერ მოიტანდა იმ ეფექტს, რომ სტატისტიკაში ასე ასახულიყო. პარლამენტის არ ყოფნა არ დასტყობია ამ ქალაქს, მაგრამ ძალიან დაეტყო პარლამენტის გადატანა. ყველაზე მნიშვნელოვანი და გულდასაწყვეტი ის იყო, რომ სამი სახელისუფლებო ვადა არ აღმოჩნდა საკმარისი ამ ქალაქის მნიშვნელობის გამოსაკვეთად", - ამბობს აქტივისტი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



