რეზონანსი
(29.03.2024)

რუსეთის სარაკეტო თავდასხმან დააზიანა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასისა და ჩერნოვცის ოლქებში, - წერს უკრაინული მედია.

„წუხელ რუსეთმა განაგრძო ბარბაროსული თავდასხმები უკრაინის ენერგოსისტემაზე, რამაც გამოიწვია ინფრასტრუქტურის დაზიანება დნეპროპეტროვსკის, ვინიცის, ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვის, ჩერკასისა და ჩერნოვცის ოლქებში", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა.

„უკრაინას სჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და თავისი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განხილვის მთავარი თემა", - დასძინა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე