რეზონანსი
(28.03.2024)

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი კრიშიანის კარინში გადადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
კრიშიანის კარინშმა ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, ევიკა სალინასთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა.
კარინშის გადადგომა 23 მარტს ლატვიის გენერალური პროკურორის მიერ მისი პრემიერ-მინისტრობის დროს ფრენების ხარჯების, მათ შორის კერძო თვითმფრინავების გამოყენების შესახებ გამოძიების დაწყებას მოჰყვა.
კრიშიანის კარინში ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას ოფიციალურად 10 აპრილს დატოვებს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



