რეზონანსი
(27.03.2024)

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკრებმა გადამწყვეტ თამაშში გა­ი­მარ­ჯვა და ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ი­თა­მა­შებს. ერთა ლი­გის ფი­ნალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­ბერ­ძნეთს და­უ­პი­რის­პირ­და.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი F ჯგუფ­ში ითა­მა­შებს, სა­დაც მისი მე­ტო­ქე­ე­ბი თურ­ქე­თის, პორ­ტუ­გა­ლი­ის და ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბე­ბი იქ­ნე­ბი­ან. ევრო 2024 14 ივ­ნი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გერ­მა­ნი­ა­ში გა­ი­მარ­თე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ი ევრო-2024-ის საგ­ზუ­რის მოიპო­ვებით უე­ფას­გან 9.25 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. სწო­რედ ეს თან­ხა აქვს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მო­ყო­ფი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის.

ამას­თან, ფეხ­ბურ­თის 24 გუნდს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე იას­პა­რე­ზებს, 331 მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დის, თუმ­ცა მათ­გან უეფა 2,4 მლრდ ევ­როს კო­მერ­ცი­ულ მო­გე­ბას ელის.

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე გა­სუ­ლი გუნ­დე­ბი­დან, ყვე­ლა იმ ნაკ­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც პირ­ველ ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე სა­მი­ვე თა­მაშს მო­ი­გებს, უე­ფას­გან მაქ­სი­მუმ 28.25 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. 

კლუბები უეფასგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებისთვის გამოთავისუფლების გამოც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე