რეზონანსი
(26.03.2024)

პუტინის სასამართლომ ყირიმის ხიდზე განხორციელებული ტერაქტის საქმეზე საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. ბასმანის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ TASS-ი მწირ ინფორმაციას ავრცელებს. 

რუსული მხარე ალექსანდრე ინასარიძეზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქემ ტერაქტი განახორციელა. 

„სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა ინასარიძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შერჩევის თაობაზე“, - წერს  TASS-ი წყაროზე დაყრდნობით. 

გამოცემის ცნობით, მანამდე საქმეზე სასამართლომ დაუსწრებლად დააკავა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვასილი მალიუკი.

კრემლის მიერ კონტროლირებადი კიდევ ერთი მედიის ცნობით, ყირიმის ხიდის აფეთქების საქმეზე ФСБ-მ სულ 8 ადამიანი დააკავა (რუსეთის 5 მოქალაქე, უკრაინისა და სომხეთის - 3). 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე