
პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდებს დააფიქსირონ საკუთარი აზრი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტზე. დეპუტატის განცხადებით, მისი პარტია შესაბამის განხილვებში მონაწილეობას მიღებს.
„მონაწილეობას მივიღებთ ამ განხილვებში, იმიტომ რომ მიგვაჩნია, რომ ბავშვების წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა ყველა ცუდია. მე პირადად მოვუწოდებდი ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებსაც, ნუ ეშინიათ და ნუ ემალებიან ამ თემას. მოგვეხმარეთ, კოლეგებო, რომ ერთი მხრივ ბავშვები დავიცვათ და ბავშვების მავნე ზეგავლენისგან დაცვის საკითხი არ გახადოს „ოცნებამ“ რაღაც მანიპულირების თემად“, - განაცხადა ბუჩუკურმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



