
დაუჭერს თუ არა მხარს ოპოზიცია ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს. დეპუტატებმა ორაზროვანი კომენტარები უკვე გააკეთეს.
„ლელო“ არის იქ, სადაც არის ქართველი ხალხის ინტერესი“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა.
„მე არ ვიცი ბოლომდე ცვლილებები რა არის. ეს არ აწუხებს საქართველოს საზოგადოებას“, - აღნიშნავს დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძე.
„განხილვაში მონაწილეობას მივიღებთ, ამას წინ არაფერი უდგას. ამ პროპაგანდასთან დაკავშირებით სპეციალისტების აზრი მაინტერესებს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - ამბობს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
„ქართულმა ოცნებამ“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



