
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ არ გააგზავნის დელეგაციას ვაშინგტონში მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვეტო არ დაადო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, რომელიც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
მანამდე გაეროს უშიშროების საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც ისრაელსა და „ჰამასს" შორის ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ აშშ-მა ვეტოს უფლება არ გამოიყენა და თავი შეიკავა კენჭისყრის დროს.
ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მხრიდან რეზოლუციის არდაბლოკვა აშკარა უკანდახევაა აშშ-ის ადმინისტრაციის წინა პოზიციიდან.
მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს „ჰამასის" წინააღმდეგ ომის ძალისხმევას, ასევე 130-ზე მეტი მძევლის გათავისუფლების მცდელობებს.
„ამერიკის პოზიციის ცვლილების ფონზე, პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გადაწყვიტა, რომ დელეგაცია არ გაემგზავრება [ვაშინგტონში]", - ნათქვამია ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



