რეზონანსი
(25.03.2024)

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევი დაბომბეს - სოლომენსკის რაიონში დაზიანებულია მრავალსართულიანი სახლი, ხოლო პეჩერის რაიონში - არასაცხოვრებელი შენობა.
სარაკეტო იერიშის შედეგად დაშავდა სულ მცირე 4 ადამიანი.
ირკვევა, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით ანექსირებული ყირიმიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, თუმცა უკრაინელი სამხედროების თანახმად, ორივე რაკეტა მოიგერიეს.
"დაახლოებით 10:30 საათზე მტერმა შეუტია კიევს ორი ბალისტიკური რაკეტით დროებით ოკუპირებული ყირიმიდან. სამიზნეები განადგურდა, ტიპი დგინდება", - განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



