რეზონანსი
(25.03.2024)

ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ოჩხამურის საგზაო მონაკვეთზე მოხდა.  ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები, ერთი ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით, ადგილზე მისულ ბრიგადას სამი ადამიანი გარდაცვლილი დახვდა. 

ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს.  ექიმების განცხადებით, ორივე დაშავებულს სასწრაფოდ დასჭირდა ქირურგიული ჩარევა.

შემთხვევის ადგილას მობილიზებულია პოლიცია, ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო სამუშაოებს აწარმოებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე