რეზონანსი
(24.03.2024)

ვასილ მშვენიერაძე და ლევან თევზაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გახდნენ, საბჭოს მდივნად კი ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლეთა კონფერენციის მონაწილეებმა მიიღეს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მოსამართლე ლევან მურუსიძე ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ კონფერენციის მონაწილეებმა საბჭოს ახალი წევრები და მდივანი ხმათა აბსოლუტური უმრავლესებით აირჩიეს.
მოსამართლეთა კონფერენცია იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მიმდინარეობდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



