რეზონანსი
(23.03.2024)

მკვლელობა ქობულეთში - 40-წლამდე კაცი ევექსის ჰოსპიტალში დაიღუპა. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. მედიკოსების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. კლინიკის ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში თვითდინებით შეიყვანეს.

კაცი ქობულეთში დღეს დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე