რეზონანსი
(23.03.2024)

UFC-ის ქარ­თველ­მა მებ­რძოლს მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლის ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­შეს. ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

„თით­ქმის უკვე 12 წე­ლია რაც ამე­რი­კა­ში ვცხოვ­რობ. დღეს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მო­მა­ნი­ჭეს ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა. არ იყო ად­ვი­ლი თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბა ამ ქვე­ყა­ნა­ში, მაგ­რამ შრო­მი­თა მოთ­მი­ნე­ბით ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბა გა­დავ­ლა­ხე და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. რის­თვი­საც მად­ლი­ე­რი ვარ ამ ქვეყ­ნის" - წერს დვა­ლიშ­ვი­ლი.

მე­რაბ დვა­ლიშ­ვი­ლი თბი­ლის­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. სპორ­ტუ­ლი კა­რი­ე­რა ტრა­დი­ცი­უ­ლი ჭი­და­ო­ბით და­ი­წყო. თუმ­ცა 33 წლის სპორ­ტსმე­ნის ცხოვ­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი გახ­და, რო­დე­საც ემიგ­რა­ცი­ა­ში წას­ვლა გა­და­წყვი­ტა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში დვა­ლიშ­ვი­ლი 21 წლის წა­ვი­და. სა­ნამ ვარ­ჯიშს და­ი­წყებ­და, მუ­შა­ობ­და ფი­ზი­კუ­რად, ძი­რი­თა­დად, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი მისი მწვრთნე­ლი ამ სპორ­ტში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი მწვრთნე­ლი რეი ლონ­გო გახ­და.

პორ­ტსმე­ნის მშობ­ლე­ბი, ამი­რან და და­რე­ჯან დვა­ლიშ­ვი­ლე­ბი შვი­ლის­თვის მთა­ვა­რი საყ­რდე­ნე­ბი იყ­ვნენ მისი MMA კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­რაბ­მა დიდი გა­ჭირ­ვე­ბა გა­მო­ი­ა­რა იმის­თვის, რომ მი­სუ­ლი­ყო იქამ­დე, სა­დაც ახლა არის, წერს უცხო­უ­რი მე­დია. სხვა­ნა­ი­რად მშობ­ლე­ბი ვერ ია­მა­ყებ­დნენ.

„ხან­და­ხან ჩემს ბიჭს ვუ­ყუ­რებ და ვფიქ­რობ, რო­გო­რი სწრა­ფად გა­ვი­და წლე­ბი. მარ­თა­ლია, გა­ი­ზარ­და და შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ის სი­ჯი­უ­ტე, რო­მე­ლიც მის სის­ხლში ყო­ველ­თვის იყო, არ გამ­ქრა­ლა. ვფიქ­რობ, ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი და­ეხ­მა­რა მას წარ­მა­ტე­ბა­ში", - ამ­ბობს დვა­ლიშ­ვი­ლის მამა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე