რეზონანსი
(23.03.2024)

ბავშვებს, რომლებიც 5 საათით ადრე შეიპარნენ დინამოს სტადიონზე თამაშის საყურებლად, ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ლიკა ჭკუასელი წერს.
„ვიპოვე ერთ-ერთი ბავშვის დედა.
მადლობა Nino Darso-ს.
ეროვნული ნაკრები საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფინალის ბილეთებს გადასცემს ორივეს და ამისთვის მადლობა ზურა ხიზანიშვილს და ფედერაციას,“ – წერს ლიკა ჭკუასელი.
ილია წიქარაშვილი და ლუკა ყურაშვილი ის ბავშვები არიან, რომლებიც სტადიონზე შეიპარნენ და რომელთა ვიდეოც ინტერნეტ-ჰიტად იქცა.
ზურგჩანთიანი სკოლის მოსწავლეები საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის სანახავად „დინამო არენაზე“ გისოსებიდან თამაშის დაწყებამდე 5 საათით ადრე შეიპარნენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



