რეზონანსი
(23.03.2024)

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთს 26 მარტს, 21:00 საათზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, შეხვედრა ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე გაიმართება, ონლაინ ბილეთების გაყიდვა კი 23 მარტს, 12:00 საათიდან დაიწყება.
თითოეულ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეეძლება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, ბილეთების ფასი უცვლელია და კვლავ 10, 20, 30 და 50 ლარს შეადგენს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



