რეზონანსი
(22.03.2024)

საქართველოს პარლამენტში, „ქართულ ოცნებას" დღეიდან ახალი წევრი ჰყავს. საქართველოს პარლამენტმა მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლედ იმედა ნიკურაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

დადგენილების პროექტს საქართველოს პარლამენტის გამოკლებული წევრის, მიხეილ სარჯველაძის ადგილმონაცვლის, იმედა ნიკურაძის უფლებამოსილების ცნობის შესახებ კენჭი უყარეს და 89 ხმით დაამტკიცეს.

ცნობისთვის, მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე